Thumbnail

7 მსოფლიო რეკორდი საკმარისი არაა - ტალახაძეს გულშემატკივართა ხმები სჭირდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გამოკითხვას მსოფლიოს ძალოსნობის ფედერაცია ატარებს
  • მასში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: იმისთვის, რომ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს წლის საუკეთესო ძალოსანი გახდეს, გულშემატკივართა შორის გამოკითხვაში უნდა გაიმარჯვოს. ამ გამოკითხვას მსოფლიოს ძალოსნობის ფედერაცია საკუთარ ვებგვერდზე ატარებს და მასში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. 

იმისათვის, რომ ლაშა ტალახაძეს მხარი დაუჭიროთ და ხმა მისცეთ, საჭიროა ამ ბმულზე გადასვლა, შესაბამისი ველების შევსება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აუცილებელია როგორც საუკეთესო მამაკაცი, ისე ქალი ძალოსანის არჩევა, შემდეგ საკუთარი სახელის დაფიქსირება, ქვეყნის მონიშვნა, ელექტრონული ფოსტის და მოცემული კოდის მითითება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თუმცა, როგორც ხედავთ, ეს საკმარისი არ არის, რომ წლის საუკეთესო ძალოსანი გახდეს და ამისთვის მას ინტერაქციულ გამოკითხვაში გამარჯვება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები