Thumbnail

პატრის ევრას ხომ კარგად იცნობთ - მისგან არასდროს არაფერი უნდა გაგიკვირდეს. მათ შორის, არც ასეთი პოსტი…

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ინსტაგრამზე დადო ფოტო, სადაც ის მანჩესტერ იუნაიტედში თამაშის დროს, მანკუნიანელთა ლეგენდარულ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონთან ერთადაა გადაღებული. მაგრამ მთავარი არც ესაა და არც ის, რაც ევრას ამ ფოტოზე აცვია, არამედ ის, თუ რა მიაწერა ფრანგმა ფოტოს: “სერ ალექსი: ეს რა ყ**ობა გაცვია, შვილო? ჯობია, სირბილი დაიწყო, თუ არა და სენეგალში დაგაბრუნებ. და ხელი ჩაწიე, პატარა ფრანგო…” დანარჩენი ისტორიაა!

კომენტარები

ბოლო ამბები