Thumbnail
  • 📅 12 იანვარი | ⌚ 19:00 | ⚽ ბრაიტონი V ლივერპული
  • ვან დაიკის გვერდით, დაცვის ცენტრში სავარაუდოდ ფაბინიო ითამაშებს...

ლივერპულმა გასულ ტურში, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში თავსი პირველი მატჩი გასვლაზე, უშუალო კონკურენტთან - მანჩესტერ სიტისთან 2:1 წააგო. კლოპის გუნდს ლიგაში დღეს ყველაზე ნაკლები - 10 გოლი აქვს გაშვებული, თუმცა სამხრეთში მელვუდელები მხოლოდ ერთი ჯანმრთელი ცენტრალური მცველით მიემართებიან - ვირჯილ ვან დაიკით.

ჯოელ მატიპი, ჯო გომესი და დეიან ლოვრენი, სავარაუდოდ ბრაიტონთან მატჩს გამოტოვებენ. ერთადერთი მოცემულობა ამ შემთხვევაში კლოპისთვის ფაბინიოა. ბრაიტონს ბოლო 4 მატჩია პრემიერლიგაში არ წაუგია, ხოლო ზოგადად სეზონის მანძილზე კრის ჰიუტონის გუნდი სახლში მხოლოდ - ჩელსისთან და ტოტენჰემთან დამარცხდა.

ვულვერჰემტონთან მატჩში, კლოპმა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა, შემდეგ განაცხადა, რომ იძულებული იყო. თუმცა, მოლინიუზე მარცხის მიუხედავად კლოპი 16 წლის ჰოლანდიელი თინეიჯერის - კი-იანა ჰოევერის თამაშით კმაყოფილი დარჩა და შესაძლოა ახალგაზრდა მოთამაშე ბრაიტონთან მატჩის განაცხადშიც ვიხილოთ.

21 ტურის შემდეგ, ლივერპული პრემიერლიგას 54 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფი მანჩესტერ სიტი (50 ქულა), კვირას ვულვზს უმასპინძლებს და პორტუგალიურ არმადასთან მოგებით გვარდიოლა ქულთა სხვაობის შემცირებას ეცდება.

საინტერესო ფაქტები

 ლივერპულს ბრაიტონის წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩი მოგებული აქვს, 1991 წლიდან მოყოლებული...

 ბრაიტონის გლენ მიურეიმ წელს 8 გოლი გაიტანა, აქედან 7 სახლის მატჩებში...

 კრის ჰიუტონის გუნდმა, წელს ყველა სახლის მატჩში შეძლო გოლის გატანა...

 ლივერპულმა კი წელს პრემიერლიგის ოცდაერთივე ტურში შეძლო მეტოქის კარის აღება...

 ბრაიტონის მიერ სახლში გაშვებული გოლების 35% 75-ე წუთის შემდეგ გავიდა...

კომენტარები

ბოლო ამბები