Thumbnail

დისკვალიფიკაცია ნარიაშვილს - ქართველი მორაგბე 2 კვირა ვერ ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სადისციპლინო კომიტეტმა მიხეილ ნარიაშვილის მომენტი განიხილა
  • ქართველი მორაგბე უხეში თამაშისთვის ორი კვირით დასაჯეს

TOP 14-ის მე-13 ტურში მონპელიემ პოს უმასპინძლა და მეტოქე 41:13 გაანადგურა. ქართველი მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-15 წუთზე მინდვრიდან გაასინბინეს.

ნარიაშვილმა, პოს მორაგბის, სტეფონ არმიტაჯის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. ქართველმა მორაგბემ მეტოქეს მუხლი ზურგში ჩაარტყა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ნარიაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა. როგორც ჩანს, ეს ბოლო სასჯელი არ აღმოჩნდა - ქართველი მორაგბე სადისციპლინო კომიტეტში დაიბარეს და ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ნარიაშვილს თავდაპირველად 4-კვირიანი სასჯელი ელოდა, მაგრამ ქართველმა მორაგბემ დანაშაული აღიარა, რის გამოც სასჯელი ორ კვირამდე შეუმცირდა. ნარიაშვილის დისკვალიფიკაცია 19 იანვარს დასრულდება.

ნარიაშვილის უხეშობა არმიტაჯის წინააღმდეგ 📺

მიხეილ ნარიაშვილის ყვითელი ბარათი

მიხეილ ნარიაშვილი არასპორტულ თამაშშია შემჩნეული. ტოპ 14-ის გასულ ტურში მიხეილ ნარიაშვილმა წაქცეულ მეტოქეს ზურგში მუხლი ჩაარტყა და ყვითელი ბარათით დაისაჯა. ის 9 იანვარს სადისციპლინო კომიტეტში დაიბარეს და დიდი ალბათობით დისკვალიფიკაციით დასჯიან

Posted by ქართული და საერთაშორისო რაგბი/Georgian and international rugby on პარასკევი, 04 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები