Thumbnail

კოპა დელ რეი | ბარსელონა ლევანტესთან სტუმრად დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევანტე 2:1 ბარსელონა
  • ვალენსიელებს კატალონიაში ურთულესი მატჩი ელით

ესპანეთის თასის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ბარსელონა ლევანტესთან სტუმრად 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა 'სიუდად ვალენსიაზე' სწრაფი გოლის გატანა შეძლეს. რუბენ როჩინას გადაცემით ერიკ კაბაკომ ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ლევანტემ მეორე გოლი 14 წუთში გაიტანა. ბორხა მაიორალმა მასპინძლების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ბორხა მაიორალი რეალის ფეხბურთელია და ლევანტეში იჯარის წესით თამაშობს.

ბარსელონას რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მესისა და სუარესის გარეშე კატალონიელები საგოლე შანსებს ვერ იყენებდნენ. მატჩის 84-ე წუთზე ლევანტეს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კოუტინიომ ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

განმეორებითი მატჩი 18 იანვარს 'კამპ ნოუზე' გაიმართება. დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა. სევილიამ ბილბაოს 'სან მამესზე' 3:1 მოუგო, ხოლო ბეტისისა და სოსიედადის შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები