Thumbnail
  • 📅 13 იანვარი | ⌚ 21:30 | ⚽ ბარსელონა V ეიბარი
  • ლეო მესის ლა ლიგაში 399 გოლი აქვს გატანილი

11-14 იანვარს ესპანეთის პრიმერაში პირველი წრე დასრულდება. უკვე ცხადია, რომ ბარსელონა წრეს მოიგებს, რადგან ერნესტო ვალვერდეს გუნდი უახლოეს კონკურენტ ატლეტიკოს 5 ქულით უსწრებს. 

ყველაზე საინტერესოა, რას იზამს ლეო მესი, შეძლებს თუ არა გუნდის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლა ლიგაში თავის მე-400 გოლის გატანას?

მესის 400-მდე 1 გოლი აკლია

ბარსელონა ეიბარს კვირას უმასპინძლებს, ბასკებმა ბოლო 4 ტური ფრედ დაასრულეს, თუმცა ახლა ამ შედეგის გამეორება ძალიან გაუჭირდებათ. მესის კი, წესით, არ უნდა გაუჭირდეს მისთვის საიუბილეო და ევროპის ტოპ-5 ლიგებისთვის სარეკორდო გოლის გატანა, რადგან წინა 18 ტურში 16 გოლის გატანა შეძლო. 

დემბელე თუ კოუტინიო

ვალვერდეს გუნდი უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს

სერხი რობერტო მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს, ხოლო სემედუ სათადარიგოთა სკამზე იქნება. რაც შეეხება არტურს, ბრაზილიელი ვალვერდემ შესაძლოა, არტურ ვიდალს ამჯობინოს და სასტარტოში დააყენოს. უსმან დემბელემ ბოლო დროს მოუგო კონკურენცია ფილიპე კოუტინიოს, ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად. სტუმრებს შესაძლოა, არ ჰყავდეთ მცველი ივან რამისი, რომლის თამაშიც საეჭვოა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - პენია, არბილია, ოლივეირა, კოტე - დიოპი, ესკალანტე - ორელიანა, ჯორდანი, კუკურელია - ს. ენრიჩი 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონამ ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 34-ში (ლა ლიგა) სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

⚽ ბარსელონას ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 37 არ წაუგია (ლა ლიგა).

⚽ ეიბარმა ბოლო 4 მატჩი ფრედ ითამაშა.

⚽ ბარსელონამ ბოლო 5 საშინაო მატჩში მოიგო, როგორც ტაიმი, ისე მთლიანად თამაში (ლა ლიგა).

კომენტარები

ბოლო ამბები