Thumbnail

სანტიაგო სოლარის ცარიელი სკამები არ აღელვებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სამეფო გუნდს საშინაო მატჩებზე დასწრების პრობლემა აქვს
  • რეალი-ლეგანესის შეხვედრას მხოლოდ 44 231 გულშემატკივარი დაესწრო 

გასულ ზაფხულს, მადრიდის რეალმა კრიშტიანო რონალდო დაკარგა და ეს გუნდის შედეგებზეც შესაბამისად აისახა. მიმდინარე სეზონში, სამეფო გუნდს საშინაო მატჩებზე დასწრების პრობლემა აქვს. მაგალითად, ესპანეთის თასზე ლეგანესთან შეხვედრას მხოლოდ 44 231 ადამიანი დაესწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 000 სკამი ცარიელი იყო. ამ თემას მადრიდული გუნდს მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი გამოეხმაურა…

“რეალს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში, მაგრამ მათ არ აქვთ საშუალება, რომ სტადიონზე მოვიდნენ. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. შესაძლოა, კონკრეტულ შეხვედრაში სანტიაგო ბერნაბეუს ტრიბუნები არ შეივსოს, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ”. - განაცხადა სანტიაგო სოლარიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები