Thumbnail

გოგა 'ბლოკაძე' - ბუდუჩნოსტი ბითაძის ვიდეოს აქვეყნებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა ბითაძეს 'გვარი გადაუკეთა'
  • მატჩში საშუალოდ 2.5 ბლოკი!

გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა "იუთუბის" ოფიციალურ არხზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გოგას მიერ შესრულებული დაფარებები ერთადაა თავმოყრილი. ბითაძე ახალ კლუბს კარგად მოერგო. მან კლუბის გულშემატკივრებს უკვე რამდენიმე დაუვიწყარი მომენტი შესთავაზა.

გოგამ ბუდუჩნოსტის მაისურით 6 მატჩი გამართა. ქართველი კალათბურთელი მატჩში საშუალოდ 2,5 დაფარებას აგროვებს. ბუდუჩნოსტმაც ვიდეოს შემდეგი სათაური შეურჩია: 'გოგა 'ბლოკაძე' -საშუალოდ 2,5 დაფარება პირველ ექვს მატჩში.'

ქართველმა კალათბურთელმა ბოლო მატჩი მაკაბისთან ჩაატარა, სადაც 8 ქულა დააგროვა და 8 მოხსნა დააგროვა. გოგამ ამ მატჩშიც შექმნა ისეთი ეპიზოდი, რომელიც ევროლიგის ოფიციალურმა გვერდმაც გამოარჩია.

ბუდუჩნოსტის ვიდეო გოგა ბითაძეზე

კომენტარები

ბოლო ამბები