Thumbnail

ჭიდაობა | საქართველოს ჩემპიონატის პირველ დღეს ფინალისტები გამოვლინდნენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 7 წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ
  • საქართველოს ჩემპიონატი 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. პირველ დღეს, გამოვლინდნენ ფინალისტები სხვადასხვა წონით კატეგორიებში როგორც ბერძნულ-რომაული სტილით, ისე თავისუფალ ჭიდაობაში. ფინალური ბლოკი 11 იანვარს 17:00 საათიდან დაიწყება. ტურნირი 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

55 კგ.

ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი) - ნუგზარ წურწუმია (ხობი)

67 კგ.

საჩინო დავითაია (სენაკი) - მურად მიქელაძე (აჭარა)

87 კგ.

ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი) - რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)

თავისუფალი ჭიდაობა

65 კგ.

ედემი ბოლქვაძე (სამტრედია) - ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

79 კგ.

ნიკა კენჭაძე (ამბროლაური) - ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)

86 კგ.

სანდრო ამინაშვილი (თბილისი) - ტარზან მაისურაძე (ყაზბეგი)

97 კგ.

ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი) - გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები