Thumbnail
  • TheSportster: ზაზა ფაჩულია - ლეიკერსის სამიზნე
  • რას შემატებს ზაზა ლეიკერსს

NBA-ს კლუბებს 7 თებერვლამდე შეუძლიათ ტრეიდების განხორციელება და საკადრო შეცდომების გამოსწორება. სწორედ ტრეიდ დედლაინს მიუძღვნა სტატია ამერიკული სპორტული საიტმა TheSportster-მა, რომელმაც ასოციაციის თითოეული კლუბის სატრანსფერო სამიზნეები გამოაცხადა.

TheSportster-ის მტკიცებით, ლოს ანჯელეს ლეიკერსის მთავარი სამიზნე ზაზა ფაჩულიაა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და დეტროიტ პისტონსს ვერ ეხმარება. 

აქვე ვიტყვით, რომ TheSportster ცნობილი სპორტული საიტია, რომელიც ძირითადად ამერიკულ ფეხბურთს, კალათბურთს, ბეისბოლსა და ფეხბურთს აშუქებს და თვეში 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. 

ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ზაზა ფაჩულია

"ძალიან ძნელია განსაზღვრო ზუსტად რა აკლია ლოს ანჯელეს ლეიკერსს, რომელსაც ჰყავს სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი, ახალგაზრდა ვარსკვლავები ლონზო ბოლი, კაილ კუზმა, ჯოშ ჰარტი და ბრენდონ ინგრემი.

პლუს სოლიდური ვეტერანები, როგორიც რეჯონ რონდო და ტაისონ ჩენდლერი არიან. მიუხედავად ამისა, ამ სეზონში ლეიკერსი მაინც წარუმატებელია.

ლეიკერსს ლებრონი ჰყავს, მაგრამ მაინც წარუმატებელია

გუნდს, რომელიც ცუდად თამაშობს, ენერგია და ბრძოლისუნარიანობა ესაჭიროება, ზაზა ფაჩულიას გუნდისთვის ორივეს შემატება შეუძლია. ზაზა ფაჩულია კარგად არის ცნობილი გოლდენ სტეიტიდან, სადაც მან ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონობა. ზაზა გუნდს მოხსნებისას მეტ ენერგიას შემატებს, რამაც შესაძლოა, გამოაცოცხლოს ლეიკერსი", - წერს საიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები