Thumbnail

AO 2019 | ბასილაშვილის გზა - მერვედფინალში ფედერერის პერსპექტივით

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • განთესილი 'დიდი სლემის' ტურნირზე
  • მელბურნში ერთეულთა წილისყრა გაიმართა
  • ბასილაშვილის პირველი მეტოქე ჯერ უცნობია

მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად განთესეს "დიდი სლემის" ტურნირზე - ორშაბათს ავსტრალიის ღია პირველობა იწყება და მელბურნში 26 წლის ქართველი მე-19 ნომრად იქნება განთესილი. 

ავსტრალიაში უკვე გაიმართა წილისყრამ, რომელმაც ნიკას პირველი მეტოქე ვერ გაარკვია, ის საკვალიფიკაციო ბადის ერთ-ერთი გამარჯვებული ჩოგბურთელი იქნება. მე-2 წრეში გასვლის შემთხვევაში ბასილაშვილი დიდი ალბათობით, 27 წლის არგენტინელ გვიდო ანდრეოცის (80) შეხვდება. 

ორი გამარჯვების შემთხვევაში ნიკას მეტოქე შეიძლება იყოს მე-14 ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასი (15). 20 წლის ბერძენი სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე წონიანია. 

თუ ნიკა მერვედფინალში გავა, დიდი ალბათობით, როჯერ ფედერერს შეხვდება

აი, თუ მე-4 წრეშიც გავიდა, ბასილაშვილს შესაძლოა, ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონი როჯერ ფედერერი (3) შეხვდეს, რომელიც ტიტულის დაცვას უზბეკ დენის ისტომინთან მატჩით იწყებს. 

შეგახსენებთ, რომ შარშან ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გააღწია. ამიტომ, წლეულს მან ორი ეტაპი მაინც უნდა გაიაროს, რომ რეიტინგში ქულები არ დაკარგოს. 

მელბურნში იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვაც. ის ქალთა წყვილებში ძირითად ბადეში იქნება, თუმცა წყვილთა წილისყრა ჯერ არ გამართულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები