წლის დარტყმა! დენ ევანსის საოცარი თამაში როდიონოვთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დენ ევანსი 6:4, 3:6, 7:5 იური როდიონოვი
  • ევანსმა ავსტრალიის ღია პირველობაზე საოცარი დარტყმა შეასრულა

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, ATP რეიტინგის 208-ე ნომერი, ავსტრიელი იური როდიონოვი ბრიტანელ დენ ევანსს (190) დაუპირისპირდა და სამ სეტში, 4:6, 6:3, 5:7 დამარცხდა.

პირველ სეტში, როდიონოვის მოწოდებაზე, ევანსმა საოცრად ითამაშა. ბრიტანელმა ერთ-ერთი გათამაშების დროს, ტრიალში, ეფექტურად შეძლო მეტოქისთვის ბურთის ჩაგდება. დარტყმამ მატჩზე დამსწრე მაყურებელი აღაფრთოვანა.

ევროსპორტმა ევანსის დარტყმა ასე შეაფასა: 'დენ ევანსმა წლის დარტყმა შეასრულა'

ევანსის მომდევნო მეტოქე იტალიელი პაულო ლორენცი იქნება, რომელმაც ამერიკელი ტომი პაული სამ სეტში დაამარცხა. ევანსი გამარჯვების შემთხვევაში ძირითად ბადეში მოხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები