Thumbnail

'ბაშოს პირველ დღეს დოჰიოზე მიხილავთ' - ტოჩინოშინმა ივარჯიშა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ტრავმას არ ეპუება
  • იანვრის ბაშო 13-27 იანვარს გაიმართება
ტოჩინოშინი დღევანდელ ვარჯიშზე

როგორც ჩანს, ტრავმის მიუხედავად ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) იანვრის ბაშოს არ გამოტოვებს. იაპონური მედიის ცნობით, ორი დღის წინათ დაშავებულმა ტოჩინოშინმა ვარჯიში შეძლო. 

ლევან გორგაძემ ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. კლუბში კუნთის გაწყვეტას შიშობდნენ, თუმცა გამოკვლევამ უარესი პროგნოზი საბედნიეროდ არ დაადასტურა. ქართველმა სუმოისტმა ტრავმის მიუხედავად, ბაშოზე ასპარეზობის სურვილი გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო 13-27 იანვარს ტოკიოს "კოკუგიკანში" გაიმართება. "უკეთ ვარ, ბაშოს პირველ დღეს დოჰიოზე მიხილავთ", - უთხრა ტოჩინოშინმა sankei.com-ს. 

იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი ვერ შეძლებს იანვრის ბაშოზე გამოსვლას, ან გამოვა, მაგრამ უარყოფით ბალანსს მიიღებს, მომდევნო ტურნირზე მარტში, მას ოძეკის ტიტულის დაცვა მოუწევს. 

View this post on Instagram

❄️❄️💪💪 🙏

A post shared by 栃ノ心剛史 (@tochinoshin) on

კომენტარები

ბოლო ამბები