Thumbnail

რემსი იუვეში ითამაშებს, მაგრამ ვინ იყო ტურინის პირველი უელსელი ვარსკვლავი?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დღეს ცნობილი გახდა, რომ აარონ რემსი იუვეში ითამაშებს...
  • რემსიმდე ტურინს ორი უელსელი გოლეადორი ახსოვს, ერთი კარგად, მეორე არც ისე...

აარონ რემსი ზაფხულში ტურინის იუვენტუსს შეუერთდება და იმაზე მეტ ფულს მიიღებს, ვიდრე პაოლო დიბლა და დუგლას კოშტა. საუბარია 7.2 მილიონ ფუნტზე წელიწადში, რისი გადახდაც ლონდონის არსენალმა უელსის ნაკრების ლიდერისთვის არ ისურვა.

თუმცა აარონ რემსიმდე ლონდონი - ტურინის რეისით, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ ლეგენდარულმა უელსელმა ფორვარდმა - ჯონ ჩარლზმა იმგზავრა. ჩარლზი იუვემ ლიდს იუნაიტედიდან £65,000 ფუნტად შეიძინა (დღეს რემსის დაახლოვებით 3-4 დღის ხელფასი), დიდი იმედებით, რომლებიც გამართლდა!

ჩარლზი და ბონიპერტი - უელსელის წარდგენა  1957 წელს

'გიგანტო ბუონო' როგორც მას ტურინში ეძახდნენ, ქალაქში 1957 წელს გამოჩნდა და კლუბში 5 სეზონი ითამაშა. ჩარლზის, სივორის და ბონიპერტის ტრიოს - 'წმინდა ტრიო' ეწოდა, რომელმაც 3 სკუდეტო და 2 იტალიის თასი მოიგო.

1959 წელს, უელსის ნაკრების და იუვეს ფორვარდი ოქროს ბურთის კანდიდატებში მოხვდა და ქულებით ჯილდოსთვის პაექრობა ალფრედო დი სტეფანოსთან და რაიმონ კოპასთან წააგო. ჯონ ჩარლზმა იუვე 1962 წელს დატოვ და ისევ ლიდსში დაბრუნდა...

უელსელი ტურინელ გულშემატკივრებთან ერთად

იორკშირში დაბრუნებულ ჩარლზს, გუნდში სხვა სიტუაცია დახვდა, ახალი მწვრთნელი, ახალი სისტემა და ახალი ფეხბურთელები - ეს გარემოება, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის სტატუსის და დიდი ავტორიტეტის მქონე ჩარლზს არ ითვალისწინებდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელს - დონ რივის ჩარლზის უბადლო რეპუტაცია აშინებდა. ჩარლზმა, რომელიც მოედანზე კარგი მოქცევის გამო მსაჯებს უყვარდათ, მშობილიური კლუბი მალე დატოვა. ხოლო დონ რივიმ პატარა ლიდსით თასები მოიგო, შექმნა გუნდის, რომელსაც შემდეგ 'ბინძური ლიდსი' ეწოდა.

იან რაში დედამისთან ერთად ტურინულ სახლში

ჯონ ჩარლზმა 1957-62 წლებში, იუვენტუსის ფორმით მხოლოდ სერია A-ში 155 თამაშში - 108 გოლი გაიტანა.  1997 წელს, კლუბის 100 წლისთავზე, ჩარლზი იუვეს ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის უახლეს ისტორის მიშელ პლატინის დონის მოთამაშე ახსოვდა.

ჩარლზის შემდეგ, იუვეს მეორე უელსელი, ლივერპულის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი - იან რაში იყო. რაშმა იუვეში ერთი - 1987-88 წლების სეზონში ითამაშა, გაიტანა 14 გოლი, თუმცა სეზონში 47 და 40 გოლის გამტანი კაცისგან - 14 გოლი ცუდ შედეგად ჩაითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები