Thumbnail

რონალდოს შემდეგ ყველაზე მაღალი ხელფასი - რემსი იუვეს ფეხბურთელი გახდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნახევარმცველი არსენალს ზაფხულში - თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
  • რემსის იუვე სეზონში £7.2 მილიონს გადაუხდის...

იუვე ბოლო 7 წელია იტალიაში პირველობას არ თმობს, ტურინელებმა ზაფხულში რონალდო დაიმატეს და დღეს მეორე ადგილოსან ნაპოლის 9 ქულით უსწრებენ. ასევე, იუვემ ბოლო 4 ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან 2 ითამაშა და კლუბის ამ წარმატებული სვლას, ზაფხულიდან არსენალის აარონ რემსიც გააძლიერებს.

რემსი კვირაში £140,000 ფუნტს მიიღებს, რაც წელიწადში £7.2 მილიონია - ამ მაჩვენებლით ის გუნდში მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩამოუვარდება, ანუ უელსელი პაულო დიბალაზე და დუგლას კოშტაზე მეტ ფულს მიიღებს.

არსენალმა რემსის კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა, ლონდონელებმა მეტი ყურადღება მესუთ იოზილს დაუთმეს, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდში დიდად ვერ ბრწყინავს. შედეგად რემსიმ ახალი კლუბის ძებნა შემოდგომაზევე დაიწყო.

უელსელი ნახევარმცველი არსენალს 2008 წელს კარდიფიდან დაემატა, არსენ ვენგერმა მასში 5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. რემსის გუნდთან ერთად 3 ასოციაციის თასი აქვს მოგებული, მათ შორის 2 ფინალში - ჩელსის და ჰალის წინააღმდეგ გამარჯვების გოლები გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები