Thumbnail

ეროვნული ლიგის კალენდარი ცნობილია - ჩემპიონატი 1 მარტს დაიწყება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გახსნით მატჩში საბურთალო ბათუმის დინამოს უმასპინძლებს
  • ჩემპიონატი 2019 წლის 30 ნოემბერს დასრულდება

ცნობილია ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის კალენდარი. ისევე როგორც გასულ წელს, ახალ ჩემპიონატშიც 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეროვნულ ლიგაში აღზევდნენ ბათუმის დინამო და თბილისის ვიტ ჯორჯია. ამ გუნდებმა ფოთის კოლხეთის და სამტრედიას ადგილები დაიკავეს.

ახალი სეზონი 1 მარტს დაიწყება. გახსნით შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი, საბურთალო ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. 2 მარტს კიდევ ორი მატჩია: თბილისის ლოკომოტივი რუსთავს მიიღებს, ხოლო ქუთაისის ტორპედო ბოლნისის სიონს. ტური 3 მარტის ორი მატჩით დასრულდება: თბილისის დინამო საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს, ხოლო გორის დილა თბილისის ვიტ ჯორჯიას. ჩემპიონატი 36 ტურისგან შედგება და 2019 წლის 30 ნოემბერს დასრულდება. სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები