Thumbnail

სასაცილოც და სატირალიც - ექიმების მანქანამ დაშავებულ ფეხბურთელს გადაურა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიაში ახალგაზრდული გუნდების შეხვედრის დროს საოცრება მოხდა
  • ტრავმირებულ ფეხბურთელს სამედიცინო პერსონალის მანქანამ ფეხზე გადაუარა

ბრაზილიაში გამართულ მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს ფლამენგოსა და ტრინიდადის 20-წლამდელთა გუნდები ეთამაშებოდნენ, უცნაური შემთხვევა მოხდა - დაშავებულ ფეხბურთელს ფეხზე, მოედანზე მის დასახმარებლად შესულმა მედპერსონალის მანქანამ გადაურა. 

ტრინიდადის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და ძირს დაწვა, არბიტრმა კი სამედიცინო ბრიგადას მოედანზე შესვლის ნება დართო. დაშავებული ჯერ ისევ ტკივილისგან იტანჯებოდა, მანქანის მძღოლმა კი სიჩქარეში მანძილი ვერ მოზომა და ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე გადაუარა.

საინტერესოა, რომ ამის დანახვაზე სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთ წარმომადგენელს გაეცინა.

გარკვეული დროის შემდგე, ექიმებმა მაინც მოახერხეს დაშავებული ფეხბურთელის მოედნიდან სამშვიდობოს გაყვანა, თამაში კი გაგრძელდა. საბოლოოდ შეხვედრა ტრინიდადის გამარჯვებით (1:0) დასრულდა, ხოლო რა ბედი ეწია დაზარალებულს, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები