Thumbnail
  • 2017 წლის სეზონში, ანტე გი სამტრედიაში ასპარეზობდა
  • მაშინ, კოტდივუარელი შემტევი წლის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს

საქართველოს ჩემპიონმა საბურთალომ 26 წლის კოტდივუარელი შემტვევი, ანტე გი დაიმატა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და თბილისურ კლუბთან 1+1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 

გი ეროვნულ ლიგაში 2017 წლის სეზონში, სამტრედიას რიგებში ასპარეზობდა და წლის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. იქამდე პორტუგალიურ კოვილიაში, კოიმბრაში, კიასოსა და ვიტორია გიმარაეშში გამოდიოდა. სამტრედიელთა რიგებში ანტემ 36 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.

ფოტო: სამტრედიას FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები