Thumbnail
  • გიორგი რეხვიაშვილმა საბურთალო თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა
  • 30 წლის მცველი ბერძნულ ლევადიაკოსში ითამაშებს

ეროვნული ლიგის გასული გათამაშების კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი წავიდა უცხოეთში სათამაშოდ. ქვეყნის ჩემპიონის, საბურთალოს ძირითადი შემადგენლობის წევრი, გიორგი რეხვიაშვილი საბერძნეთში გააგრძელებს კარიერას. 30 წლის მცველი ლევადიაკოსში იასპარეზებს.

როგორც ლევადიაკოსის ვებგვერდი იუწყება, ბერძნულმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან 1.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. აქვე აღვნიშნოთ, რომ გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის საბურთალო თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ლევადიაკოსი საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. ჩემპიონატის დაწყებიდან 14 ტურია გასული. 

ფოტო: ლევადიაკოსის ვებგვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები