Thumbnail
  • 17 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის გუნდში
  • ზურიკო დავითაშვილი ვეტერანი ფეხბურთელის, სულიკო დავითაშვილის შვილია

თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში, კერძოდ კი ყაზანის რუბინში გააგრძელებს კარიერას. 17 წლის ნახევარმცველმა ლოკომოტივში ერთი წელი ითამაშა. ამ პერიოდში, მან ეროვნულ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. დავითაშვილი საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია.

2018 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ზურიკო დავითაშვილი 19 წლამდე ფეხბურთლებს შორის, საუკეთესოდ დაასახელეს. დავითაშვილი ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემიის, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ფოტო: თბილისის ლოკომოტივის ვებგვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები