Thumbnail

ოთხი რამ, რაც KONAMI-მ უნდა გააკეთოს, რომ PES-მა FIFA-ს კონკურენცია გაუწიოს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • 2018 წელს FIFA-სა და PES-ს შორის არსებული უფსკრული გარღმავდა
  • KONAMI-ს სიმულატორს დადებითი მხარეები აქვს, მათი სწორად გამოყენებაა საჭირო
  • კორეულ კომპანიას თამაშის გადასარჩენად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს

KONAMI-ს PES 2019 შესანიშნავი საფეხბურთო სიმულატორია, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ მასში ჩემპიონთა ლიგა არ არის, თამაშს ბევრი მომხმარებელი დააკარგვინა. წინა წლებთან შედარებით გაყიდვებმა იკლო და FIFA-სთან არსებული უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა.

თუკი KONAMI-ს PES-ის გადარჩენა სურს, კომპანიამ რადიკალური ზომები უნდა მიიღოს - რაშიც ფასის ცვლილება და თამაშის 'ძრავის' შეცვლაც იგულისხმება.

მოკლედ - ოთხი რამ, რაც PES-მა უნდა გააკეთოს, იმისთვის რომ FIFA-ს კვლავ გაუწიოს კონკურენცია.

Fox Engine-სთან დამშვიდობების დროა

ბოლო ორი PES-ის 'ძრავი' Fox Engine იყო. ამავე 'ძრავს' კომპანია Metal Gear Solid-ის სერიებშიც იყენებს. 'ძრავი' მშვენიერია და მომხმარებელს კარგ ვიზუალს სთავაზობს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ FIFA-სთან ახლოსაც ვერ მოდის. 

რამდენიმე წლის წინ კომპანიამ Fox Engine-ს ზურგი აქცია და კომპანია ტექნოლოგიურმა დირექტორმა, ჯულიენ მერცერონმა დატოვა. ყოფილი დირექტორის გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ 'კონსოლები' KONAMI-ს პრიორიტეტთა სიაში დაქვეითდა და მობილურმა თამაშებმა წაიწია წინ - რამაც აქტუალურობა Unreal Engine-ს დაუბრუნა. სწორედ Unreal არის გამოყენებული Fortnite-ში, PUBG-ში და სხვა გრაფიკულად დახვეწილ მობილურ თამაშები. 'ძრავის' ყველაზე დიდი პლუსი კი ისაა, რომ მისი გამოყენება 'კონსოლებისთვის' განკუთვნილ თამაშებზეც შეიძლება. 

დიდი შანსია, რომ PES 2020-ში უკვე შეცვლილ ძრავს ვიხილავთ, რაც შედეგად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილ საუკეთესო თამაშთან ერთად, 'კონსოლის' და პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილ გაუმჯობესებულ ვერსიებს შემოგვთავაზებს.

KONAMI მომხმარებლებს თამაშის 'ოფლაინ' ვერსიას უფასოდ სთავაზობს

PES და Nintendo Switch

სამწუხაროდ PES 2019 Nintendo Switch-ზე არ გამოსულა, რის გამოც FIFA-მ დიდი უპირატესობა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ FIFA Switch-ზეც საკმაოდ სასიამოვნო სათამაშოა, ის ძალიან შორს არის თამაშის სხვა ვერსიებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ PES-ს ამ პლატფორმაზე უპირატესობის მოპოვება შეუძლია. ეს კი KONAMI-ს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში განსაკუთრებით გაუადვილდება, თუკი მომავალ წელს Unreal Engine-ს გამოიყენებს.

Eurogamer-თან საუბრისას KONAMI-ს წარმომადგენელმა ადამ ბჰატიმ Nintendo-ზეც ისაუბრა - 'სულ ვამბობ, რომ ჩვენ Nintendo-სთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ამას Bobmberman-ის ახალი ვერსიაც ადასტურებს. ეს ის პლატფორმაა, რომლის გამოყენებასაც მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ. თუკი PES-ზე ვსაუბრობთ - ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ ვარიანტს არ განვიხილავთ. მე პირადად ძალიან მიყვარს Switch და ვფიქრობ, რომ ის მომავალშიც წარმატებული იქნება.'

ასე რომ კორეელების თვალწინ საკმაოდ დიდი და მომგებიანი ბაზარია და მათ მისი იგნორირების უფლება აღარ აქვთ.

გაუმჯობესებული სერვერები

PES-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სერვერებია. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი წარუმატებლად ცდილობს სათანადო მეტოქის მოძებნას. მართალია შარშანდელთან შედარებით KONAMI-მ სერვერების ხარისხი გააუმჯობესა, მაგრამ მომხმარებელს მაინც უკეთესის სურვილი აქვთ.

ამ კუთხით არც FIFA-ა იდეალური და EA Sports-საც ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა თუკი PES-ს უფრო პოპულარული სიმულატორისთვის კონკურენციის გაწევა სურს, მას თუნდაც ერთ კომპონენტში უნდა აჯობოს ცალსახად.

FIFA 19-მა გასულ წელს გაყიდვებში დიდი უპირატესობა მოიპოვა

ეს ყველაფერი აზრს კარგავს, როდესაც ვიხსენებთ, რომ PES 19-ს აზრიანი 'ონლაინ' რეჟიმი აკლია. FIFA Ultimate Team (FUT) Electronic Arts-ის თამაშის ყველაზე პოპულარული რეჟიმია და KONAMI მომხარებელს მსგავსს არაფერს სთავაზობს. მართალია Become a Legend რეჟიმი არსებობს, მაგრამ ის ბოლო წლებში არ საერთოდ არ განვითარებულა. 

საბედნიეროდ KONAMI ამ მხრივ სწორ ნაბიჯებს დგამს - 1v1 'ონლაინ' რეჟიმს, 2v2 და 3v3 რეჟიმებიც დაემატა. დაბრუნდა შემთხვევით შერჩეულ მეტოქესთან თამაშის ფუნქცია და წინა სასეზონო ტურნირებიც. აღებული გეზის გაგრძელება PES 2020-ის მიმართ ინტერესს ერთიორად გაზრდის.

ფასი

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ცვლილებაა, რომელიც კორეულმა კომპანიამ უნდა გააკეთოს. PES 19 ფასი გამოსვლისას 59.99 $ იყო, რაც იმდენივეა რაც FIFA 19-ის ღირებულება.

ახლა კი სიმულატორი უბრალოდ Xbox Game Pass-თან ერთად ეძლევა მომხმარებლებს და ყველას შეუძლია უფასო Offline Demo-ს თამაში (PS4, Xbox, Steam).

KONAMI-ს ამ ფასის შენარჩუნება გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ როგორც უკვე ვახსენეთ, თამაშში ჩემპიონთა ლიგა აღარ არის. იმ შემთხვევაში, თუკი PES 2020-ის ფასი 25-30 $ იქნება, სიმულატორს წარმატების უფრო დიდი შანსი მიეცემა. ამ შემთხვევაში 'გეიმერებს' რთული არჩევნის გაკეთება აღარ მოუწევთ და მათი დიდი ნაწილი ორივე თამაშს შეიძენს, რაც PES-ს FIFA-სთვის კონკურენციის გაწევის უკეთეს პირობებს შეუქმნის.

კომენტარები

ბოლო ამბები