Thumbnail

ბითაძე ტრავმას გადაურჩა - ბუდუჩნოსტი ევროლიგაზე ისევ დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მაკაბი 81:76 ბუდუჩნოსტი
  • გოგა ბითაძის 8-8 ქულა და მოხსნა

გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა ევროლიგის მე-17 ტურში სტუმრად თელ ავივის მაკაბისთან 76:81 წააგო. ბუდუჩნოსტმა ევროლიგაზე 6 დეკემბრის შემდეგ ყველა თამაში წააგო, მათ შორის ბოლო სამი ქართველ ახალწვეულთან ერთად.

გოგა სასტარტოში არ იყო, თუმცა მოედანზე მალე გამოვიდა და... დარბაზი კოჭლობით დატოვა. საბედნიეროდ, მისი ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული და ის თამაშში დაბრუნდა.

ბითაძის დანქი

ბითაძემ 23:25 წუთი ითამაშა, რისი მიზეზი ტრავმასთან ერთად, 5 პერსონალური ფოლია. მან 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ბლოკი მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 იყო. მას ამ მაჩვენებლით მხოლოდ ნორის კოულმა (27) აჯობა. 

ბუდუჩნოსტს მხოლოდ 3 მოგება აქვს და მე-15 ადგილზეა. 11 იანვარს ბუდუჩნოსტი აუტსაიდერ დარუშაფაკას მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები