Thumbnail
  • NBA-ს ყოფილი კალათბურთელი ლიბანში ითამაშებს
  • ეს ცქიტიშვილის 22-ე გუნდია პროფესიულ კარიერაში

35 წლის ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის ბეირუთთან გააფორმა ხელშეკრულება. 213 სმ სიმაღლის ქართველმა ფორვარდმა შარშანდელი სეზონის ნაწილი ლიბანის საკალათბურთო ლიგაში (LBL), ოღონდ, ბიბლოსში გაატარა, სადაც შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა - საშუალოდ 20.4 ქულა და 8.6 მოხსნა. 
შეგახსენებთ, რომ ცქიშვილი ქართველ კალათბურთელთა შორის ყველაზე მაღალი დრაფტის ნომრით აირჩიეს NBA-ში, 2002 წელს დენვერმა მე-5 ნომრად შეარჩია. 

ცქიტიშვილმა სამ სხვადასხვა კონტინენტზე, 10 ქვეყანაში და 21 გუნდში ითამაშა. ბეირუთს ლიბანის ლიგაში 4 მოგება და 4 მარცხი აქვს, ხოლო არაბული კლუბების ლიგაში 4-0 ბალანსით ლიდერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები