Thumbnail

იანვრის ბაშო ტოჩინოშინის გარეშე? ქართველი ოძეკის ტრავმა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო
  • ჰაცუ ბაშო 13-27 იანვარს გაიმართება
ტოჩინოშინს იმედი ჯერ არ გადაუწურია

13 იანვარს წლის პირველი სუპერტურნირი, ჰაცუ ბაშო, შესაძლოა, ქართველი ოძეკი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) გარეშე გაიმართოს. საქმე ისაა, რომ ლევანმა ვარჯიშისას მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. მართალია, ულტრასონოგრაფიულმა ტესტმა აჩვენა, რომ კუნთი გაწყვეტილი არ არის, მაგრამ სუმოისტი ბაშოზე გამოსვლის გადაწყვეტილებას უახლოეს 2-3 დღეში კლუბის პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს. 

"თავიდან ძალიან შევწუხდი ამის გამო, თუმცა ახლა უკეთესობას ვგრძნობ და გამოსვლის სურვილიც მაქვს. სიტუაციას ჩემი კლუბის პრეზიდენტთან ერთად განვიხილავ და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ", - განუცხადა ტოჩინოშინმა sponichi.co.jp-ს. 

შეგახსენებთ, რომ წლის პირველი ბაშო ტოკიოში 13-27 იანვარს გაიმართება და თუ მასზე ტოჩინოშინი ვერ გამოვა, მარტის ბაშოზე მას ოძეკის ტიტულის დაცვა მოუწევს. 2018 წელს სწორედ იანვრის ბაშოს მოგებით შევიდა ლევან გორგაძე სუმოს ისტორიაში, როგორც მხოლოდ მესამე ევროპელი, ვინც იაპონიის იმპერატორის თასი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები