Thumbnail

'ის ფსიქოპათია' - სკანდალი რონალდოს კიდევ ერთი ყოფილი მეგობარი ქალისგან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისში კრიშტიანო რონალდოს მამხილებელი ტექსტური და აუდიო ჩანაწერები ინახება
  • მოდელი და მსახიობი ჟასმინ ლენარდი მზადაა, კეტრინ მაიორგას კომპრომატები მიაწოდოს

კრიშტიანო რონალდოს კიდევ ერთი ყოფილი მეგობარი ქალი ემტერება. ინგლისელი მოდელი და მსახიობი ჟასმინ ლენარდი, რომელიც ბევრისთვის ცნობილია რეალითი-შოუდან "დიდი ძმა", იუვენტუსის პორტუგალიელ ფორვარდთან ურთიერთობას იხსენებს და ფეხბურთელის ფსიქიკურ პრობლემებს ააშკარავებს. 

33 წლის ინგლისელმა მოდელმა რონალდოზე თავის Twitter-ზე დაწერა. ლენარდის სიტყვებით, ფეხბურთელი მას გატაცებითა და მოკვლით ემუქრებოდა, თუკი უღალატებდა. ქალი კრიშტიანოს ახასიათებს, როგორც ფსიქოპათს და დასძენს, რომ ფლობს პორტუგალიელი ვარსკვლავის მამხილებელ აუდიოჩანაწერებსაც. 

ამით ლენარდმა მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკელ კეტრინ მაიორგას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფეხბურთელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მაიორგას თქმით, ინციდენტი 2009 წელს, ლას ვეგასში მოხდა. მოგვიანებით რონალდომ ეს ბრალდება უარყო.

მეტი ამ თემაზე: ‘რონალდომ გამაუპატიურა და ფული მომცა, რომ არ მელაპარაკა!’ - კრიშტიანოს უჩივლეს

კრიშტიანო რონალდო და კეტრინ მაიორგა

ჟასმინ ლენარდს კრიშტიანო რონალდოსთან ურთიერთობა იმ პერიოდში ჰქონდა, როდესაც პორტუგალიელი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა - 2003-09 წლებში. ინგლისელი ქალი ამბობს, რომ მზადაა კეტრინის იურისტებს სპორტსმენის წინააღმდეგ კომპრომატები გადასცეს.

"წარმოდგენაც კი არავის აქვს, სინამდვილეში ვინაა კრიშტიანო. აღარ ვაპირებ ვუყურო, როგორ თავხედურად ცრუობს. რონალდო ფიქრობს, რომ ეს გამოუვა. მასთან მქონდა ურთიერთობა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კი ლამის ყოველდღიური და ვფლობ შეტყობინებებსა და ჩანაწერებს, რომლებიც გამოძიებისთვის შეუფასებელი იქნება.

კრიშტიანო აღიარებს და ამბობს, რომ ფსიქიკასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ის მეუბნებოდა, რომ თუ სხვას შევხვდებოდი ან თუ სახლიდან გავიდოდი, მომიტაცებდა, ჩემს დანაწევრებულ სხეულს კი ტომარაში ჩადებდნენ და მდინარეში გადააგდებენ. რასაც ვამბობ, ამ ყველაფრის სამხილი მაქვს. ის ფსიქოპატია".

დღეს კრიშტიანო მეგობარ ჯორჯინასა და ოთხ შვილთან ერთად ბედნიერია

კომენტარები

ბოლო ამბები