Thumbnail

NHL | უფასო არაყი სიკვდილამდე! უცნაური შეთავაზება რუს ჰოკეისტს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NHL-ის ვარსკვლავს უცნაური წინადადებით მიმართეს
  • პირობა ერთია: არტემი პანარინმა კოლამბუსთან კონტრაქტი უნდა გააგრძელოს

რუსებს არაყი ძალიან უყვართ და ალბათ ბევრი რუსი იოცნებებდა ისეთ შეთავაზებაზე, როგორიც ახლა NHL-ის ვარსკვლავმა, კერძოდ კი კოლამბუს ბლუ ჯეკეტსის რუსმა ჰოკეისტმა, არტემი პანარინმა მიიღო. მას არაყს ცხოვრების ბოლომდე უფასოდ სთავაზობენ!

ამისათვის, პანარინმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობა უნდა შეასრულოს - ოჰაიოელებთან კონტრაქტი უნდა გააგრძელოს.

27 წლის რუსი 40 მატჩში 45 ქულით გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა, მაგრამ კოლამბუსის ფანები და ხელმძღვანელები ძალიან ნერვიულობენ, რადგან პანარინს სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება. სატრანსფერო ფანჯარა 25 თებერვალს იხურება, დრო კი აღარ ითმენს - კოლამბუსში რუსი მოთამაშის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

არყის მწარმოებელმა კომპანიამ გამოფინა სარეკლამო ბანერი, რომელზეც პირდაპირ ჰოკეისტს (“Hey Panarin”) მიმართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები