Thumbnail
  • ჯანო სეზონის ბოლომდე კრილია სოვეტოვში გადადის
  • სპარტაკში დაბრუნების რა შანსი აქვს მას 

ჯანო ანანიძის იჯარა სეზონის ბოლომდე უკვე დაადასტურა კრილია სოვეტოვის ხელმძღვანელობამ, რჩება მხოლოდ ფორმალობა და სამედიცინო ტესტირება, რის შემდეგაც 26 წლის ქართველი ლეგიონერი ოფიციალურად გახდება სამარული კლუბის წევრი.

სპარტაკის ფეხბურთელს კრილია სოვეტოვის გარდა, კიდევ ერთი ვარიანტი ჰქონდა - არნემის ვიტესი. როგორც რუსული მედია იუწყებოდა, თავად ფეხბურთელსაც დიდი სურვილი ჰქონდა ევროპაში თამაშის. 

აი, რას ამბობს ტექნიკური დირექტორი მარკ ვან ჰინტუმი: "ანანიძის ტრანსფერი თავიდანვე ძნელი განსახორციელებელი იყო, ორი რამის გამო. იყო ფისკალური პრობლემა და ასევე მუშაობის უფლებასთან დაკავშირებით, რადგან ანანიძე ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე არ არის. ეს პრობლემები, რომ მოგვარებულიყო, ჯანო ჩვენთან ითამაშებდა".

ვიტესს ანანიძე იმიტომ სურდა, რომ გუნდს ლეონიდ სლუცკი წვრთნის, რომელიც კარგად იცნობს ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებს. მას ჯანო თომას ბრუნსის შემცვლელად სურდა, რომელიც იჯარით გრონინგენში გაუშვეს. თანაც, მუხლის ტრავმის გამო ვერ თამაშობს ჩარლი მასონდა. 

ჰოლანდიური მედიაც მოუთმენლად ელოდა ჯანოს ტრანსფერს და როცა ის ჩაიშალა ასეთი სათაურით გვამცნო ამბავი sportnieuws.nl-მა - "სამწუხაროდ - ფეხბურთელის ტრანსფერი, რომელმაც ნაკრებში 40 მატჩი ითამაშა, ჩაიშალა".

სპარტაკში დაბრუნების შანსებზე

ანანიძე კვლავ სპარტაკის ფეხბურთელად რჩება, რომელსაც წესით, სეზონის დასრულების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს, რადგან ამ კლუბთან 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი. თუმცა მის შანსებზე, რომ ისევ ათამაშდება მოსკოვურ გუნდში, სკეპტიკურად საუბრობენ.

სპარტაკის ყოფილი ფორვარდი ვალერი რეინგოლდი ამბობს: "ერთი პოპოვზე მწყდება გული, დანარჩენი, ყველა ვინც სპარტაკმა გაუშვა, ამ კლუბის ოსტატობის დონეს არ შეეფერებოდა. ჯანო? ის ძალიან ხშირად ავადმყოფობს. ეს კი არცერთი კლუბის ხელმძვანელობას არ აწყობს". 

კომენტარები

ბოლო ამბები