Thumbnail
  • ირაკლი ბუღრიძეს ჩიხურაში კარგი სეზონი ჰქონდა
  • 21 წლის ნახევარმცველი ბეერსხოტში ითამაშებს

როგორც საჩხერის ჩიხურა იუწყება, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ირაკლი ბუღრიძე ბელგიურ ბეერსხოტში გააგრძელებს კარიერას. 21 წლის ნახევარმცველს ჩიხურაში კარგი სეზონი ჰქონდა და მისით ბელგიის რანგით მეორე ლიგის გუნდი დაინტერესდა. 2018 წელს, ბუღრიძემ ჩიხურას შემადგენლობაში 35 მატჩი გამართა და 8 გოლი გაიტანა.

ბეერსხოტი ბელგიის B დივიზიონში ასპარეზობს, სადაც მეხელენთან ერთად ლიდერია. თუმცა, ტურნირის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 6 ტურია ფასული. ბეერსხოტს 4 მოგება, 2 ფრე, არც ერთი წაგება და შესაბამისად, 14 ქულა აქვს სატურნირო ცხრილში. 

ფოტო: ჩიხურას FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები