Thumbnail

ბრძოლა შკრინიარისთვის - ის შეიძლება ისტორიაში უძვირფასესი მცველი გახდეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედი 23 წლის სლოვაკ მცველში 60 მილიონ ევროს იხდის 
  • მილანის ინტერს ფეხბურთელში სულ ცოტა 90 მილიონი ევროს მიღება სურს
  • მილან შკრინიარის გადაბირებით დაინტერესებულია მადრიდის რეალიც

მანჩესტერ იუნაიტედი მილანის ინტერის მცველის მილან შკრინიარის გადაბირებით დაინტერესებულია. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, "წითელმა ეშმაკებმა" იტალიურ კლუბს 23 წლის სლოვაკი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზეს.

ინტერი მზადაა, შეელიოს შკრინიარს, თუმცა სანაცვლოდ სულ ცოტა 90 მილიონი ევროს მიღება სურს. ტრანსფერის ამ ფასად განხორციელების შემთხვევაში კი, სლოვაკი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება. 

მილან შკრინიარი ინტერის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც სამპდორიიდან გადავიდა, "ნერაძურისთან" მოქმედი კონტრაქტი მას 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. შკრინიარმა სერია A-ს გასულ სეზონში ინტერის ღირსება 38 მატჩში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა, მიმდინარე ჩემპიონატში კი 17 შეხვედრაში ითამაშა.

რაც შეეხება ინგლისურ კლუბს, ახალი ცენტრალური მცველის დამატება იუნაიტედის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა. ამჟამად კი მანჩესტერელები ნაპოლის სენეგალელი მცველის კალიდუ კულიბალის ტრანსფერზეც ფიქრობენ.

მადრიდის რეალს სლოვაკ მცველთან ერთად, მაური იკარდის წაყვანაც სურს

მანჩესტერ იუნაიტედი ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც შკრინიარის გადაბირება სურს. ფეხბურთელით დაინტერესებულია მადრიდის რეალიც. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" აპირებს, ინტერს გაცვლა შესთავაზოს, რომლის თანახმად, ესპანეთში შკრინიართან ერთად არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდიც გადავა, "ნერაძური" კი მათ ნაცვლად ლუკა მოდრიჩს, დანიელ სებალიოსს და პლუს, 25 მილიონ ევროს მიიღებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • ლაციო
  • ფიორენტინა
  • სხვა კლუბი

კომენტარები

ბოლო ამბები