Thumbnail

AO | ეკატერინე გორგოძე დამარცხდა, ავსტრალიის ღია პირველობაზე 2 ქართველი დარჩა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა დაასრულა
  • ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა

დიდი სლემის წლის პირველ ტურნირს პირველი ქართველი გამოეთიშა - ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხ ლუსი ჰრადეცკასთან დამარცხდა. გორგოძემ, რომელიც WTA-ს რეიტინგში 164-ე ადგილზეა, 532-ე ჩოგანთან ორ სეტში, 6:3, 6:3 წააგო. მატჩი საათსა და 37 წუთზე გაგრძელდა - ქართველის ანგარიშზე 2 ეისი და 1 ბრეიკია. გორგოძემ 2 ორმაგი შეცდომაც დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძისთვის პირველი დიდი სლემის ტურნირი ამერიკის ღია პირველობა იყო, სადაც 27 წლის ქართველი მეორე წრეში, ეჟენი ბუშართან დამარცხდა.

საქართველოს ავსტრალიის ღია პირველობაზე კიდევ ორი წარმომადგენელი ჰყავს: ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც წყვილებში ასპარეზობს და ქართული ჩოგბურთის მთავარი იმედი, მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები