Thumbnail

‘ყველაფერი უაზრობად მეჩვენებოდა!’ - ბუფონმა იუვეში დეპრესია გადაიტანა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარი ცხოვრების დეპრესიული პერიოდი გაიხსენა
  • ლეგენდარული მეკარე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ იუვენტუსში თამაშის დროს მძიმე დეპრესია გადაიტანა.

“რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაფერი უაზრობად მეჩვენებოდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ სხვებს მე კი არ ვაინტერესებდი, არამედ მხოლოდ ის, რასაც მე ვაკეთებდი. ყველა კითხულობდა ბუფონს და არა ჯიჯის,” - განაცხადა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში.

დღეს უკვე 40 წლის კიპერმა, რომელიც ზაფხულში პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, დასძინა, რომ დეპრესიამ პიკს 25 წლის ასაკში მიაღწია, როცა მან მეკარეების მწვრთნელ ივანო ბორდონს სერია A-ს მორიგი მატჩის წინ სთხოვა, დაესვენებინათ. “თამაში უბრალოდ არ შემეძლო… საბედნიეროდ, უახლოეს ადამიანებს ვენდე და ამ ყველაფერის შესახებ ვუამბე. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, შესაძლოა, იმ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვსულიყავი,” - აღნიშნა ბუფონმა.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს საკუთარ სპორტულ მომავალზე, ჯიჯიმ ასე უპასუხა: “მიუხედავად იმისა, რომ 40 წელი ფეხბურთელისთვის მართლაც ბევრია, მოედანზე როცა გავდივარ, თავი 20 წლის ბიჭი მგონია. ახლა უფრო მეტი ოცნება მაქვს და უფრო მეტად მონდომებული ვარ, ვიდრე 20 წლის ასაკში ვიყავი!”

კომენტარები

ბოლო ამბები