Thumbnail
  • ოკლაჰომა მოულოდნელად მინესოტასთან 117:119 დამარცხდა
  • რასელ ვესტბრუკი მატჩის ტრაგუკული ფიგურა გახდა
  • მასპინძელთა მოთამაშე, სავარაუდოდ, მძიმედ დაშავდა
  • ენდრიუ უიგინსმა ორმაგი დუბლი 40 ქულით შეასრულა

ოკლაჰომამ ზედიზედ მეორე მოულოდნელი მარცხი იწვნია: ვაშინგტონ უიზარდსთან წაგების შემდეგ, რასელ ვესტბრუკი და კომპანია მინესოტასთან 117:119 დამარცხდნენ, გუნდის ლიდერი კი ბოლო, დრამატულ წამებში შეხვედრის ტრაგიკული ფიგურა გახდა, რადგან, ორი სამქულიანი გააფუჭა. ვესტბრუკმა ჯამში 25 ქულა და 16 პასი დააგროვა, პოლ ჯორჯის ანგარიშზე კი 27 ქულა და 9 მოხსნაა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მინესოტელი ენდრიუ უიგინსი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი 40 ქულითა (!) და 10 მოხსნით დაასრულა. 

უიგინსმა ერთ არასასიამოვნო ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა: მესამე მეოთხედში მან ჩატენვა სცადა და უნებლიედ, ოკლაჰომას ცენტრ ნერლენს ნოელს სახეში იდაყვი ჩაარტყა. ეს უკანასკნელი დაეცა, თავი დაარტყა და გონება დაკარგა. ცხადია, ნოელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თანაგუნდელები და ფანები ამ სცენის შემდეგ შოკირებულები იყვნენ. ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია.

📺 ნოელის ტრავმის მომენტი

მიუხედავად ზედიზედ მეორე წაგებისა, ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა (25 მოგება, 15 მარცხი). მინესოტა, სადაც დროებით მწვრთნელ რაიან საუნდერსს დებიუტი ჰქონდა, საკრამენტოსთან მე-10/მე-11 ადგილებს იყოფს.

📺 ენდრიუ უიგინსის ბრწყინვალე თამაში

კომენტარები

ბოლო ამბები