Thumbnail

მოხსნა ორმაგ დუბლამდე - შერმადინის უნიკახას პირველი მოგება Top 16-ში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უნიკახა 79:74 ცრვენა ზვეზდა
  • გიორგი შერმადინი: 13 ქულა, 9 მოხსნა

საკალათბურთო ევროთასის Top 16-ის მეორე ტურში გიორგი შერმადინის უნიკახამ ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და სერბული კლუბი 79:74 დაამარცხა.

შერმადინი ესპანური გუნდის სასტარტო ცენტრი იყო, მან 23:38 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ქართველი თითქმის უშეცდომოდ ისროდა - 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 1 ჯარიმაც გამოიყენა. მან მეტოქის ფარზე ბურთი 4-ჯერ მოხსნა. გიორგის ანგარიშზე 3 პასი და 1 ბლოკიცაა, თუმცა მან ბურთი 5-ჯერ დაკარგა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი - 19 - გუნდში მეორე იყო, კიდევ ერთი ცენტრის, მატია ლესოს (25) შემდეგ. 

შერმადინის ასისტი ლესოს

უნიკახას 2 თამაშიდან 1 მოგება აქვს Top 16-ის G ჯგუფში. 16 იანვარს შერმადინის გუნდი ანდალუსიაში ფრანგულ ლიმოჟს მასპინძლობს. 

უნიკახა V ცრვენა ზვეზდა (ჰაილაითები)

კომენტარები

ბოლო ამბები