Thumbnail

FIFA 19 | წლის საუკეთესო თერთმეტეული - Team Of The Year

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • EA Sports-მა დღეს Team of The year დაასახელა
  • საუკეთესოთა შორის ვერ მოხვდნენ პოგბა, სალაჰი და კეინი
  • მთლიანი გუნდი დაახლოებით 37 მილიონი FIFA Coin ეღირება

დღეს დიდი დღეა, რადგან FIFA 19-ის გულშემატკივრებმა როგორც იქნა გაიგეს, თუ რომელი ფეხბურთელები შევიდნენ წლის საუკეთესოთა გუნდში (Team of the Year - TOTY). ამ თერთმეტეულის მოპოვება FIFA Ultimate Team-ის მოთამაშეთა უმაღლეს მიზანს წარმოადგენს.

TOTY-ს არჩევა საფეხბურთო სიმულატორის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ამ დროს პრაქტიკულად ყველა იმაზე საუბრობს, თუ ვინ იმსახურებს, ან არ იმსახურებს თერთმეტეულში მოხვედრას. მესის უკეთესი სეზონი ჰქონდა, თუ რონალდოს? იმსახურებს ჰარი კეინი ​ადგილს საუკეთესოთა შორის? რამდენი ფრანგი ფეხბურთელი იქნება გუნდში? რამდენი წლის მანძილზე ვიხილავთ დანი ალვეშს TOTY-ში, მიუხედავად იმისა, რომ კარგი სეზონის დიდი ხანია არ ჰქონია? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხსაც ინტერნეტ მომხმარებლები აქტიურად ეძებენ და მათ ის დღეს, Twitter-ზე მიიღეს.

გუნდი კი ნამდვილად შესანიშნავია, თუმცა კამათის მსურველიც ბევრი დარჩა. 2018-ში უამრავი სანაკრებო, თუ საკლუბო ტურნირი ჩატარდა და არჩევანის გაკეთება განსაკუთრებულად რთული იყო.

კრისტიანო რონალდო, ლიონელ მესი და კილიან მბაპე - საუკეთესოთა თავდასხმა წელს სწორედ ასე გამოიყურება. ნეიტრალურ გულშემატკივრებს კამათი უჭირთ, თუმცა ამ ფაქტს ლივერპულის და ტოტენჰემის გულშემატკივრებისთვის ხელი არ შეუშლია - ისინი სალაჰის და კეინის გუნდში არ ყოფნას აპროტესტებენ. 

ნახევარდაცვაში კევინ დე ბრუინის, ნ'გოლო კანტეს და ლუკა მოდრიჩის ტრიოა. დაცვაში მარსელო, სერხიო რამოსი, ვირჯილ ვან დაიკი და რაფაელ ვარანი დგანან. ბოლო, ვინც გუნდში ადგილი დაიმსახურა, მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე, დავიდ დე ხეაა.

მოცემულ მომენტში FIFA 19-ის მოთამაშეებს თავდამსხმელებისა და ნახევარმცველების შეძენა შეუძლიათ. მცველები და მეკარე კი ხელმისაწვდომი ოდნავ მოგვიანებით გახდებიან. იმის შანსი, რომ 'გეიმერი' Team of The Year-ში მყოფ ფეხბურთელს მიიღებს, ძალიან მცირეა, ხოლო FIFA Coin-ები, რომლითაც მათი პირდაპირი გზით შეძენა შეიძლება, საკმაოდ ძვირი ღირს.

EA Sports-მა წელს მათი თამაშის მოყვარულებს კიდევ ერთი უცნაური სიახლე შესთავაზა - TOTY-ში თერთმეტის ნაცვლად თორმეტი ფეხბურთელია და მეთორმეტეს ვინაობას გამოკითხვა დაადგენს. ამისთვის მოთამაშე მიმდინარე კვირის დასრულებამდე უნდა შევიდეს FIFA 19-ში და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს. სულ ხუთი ნომინანტია - სალაჰი, ნეიმარი, გრიზმანი, აზარი და პოგბა. 

ყველამ, ვინც FUT-ს თამაშობს, იცის, რომ ეს მოთამაშეები არარეალურად ძვირი ეღირებიან. მათი მიღება 'ფექებიდანაც' შეიძლება, მაგრამ ამის შანსი საკმაოდ მცირეა. 

თერთმეტეული ასე გამოიყურება 

დავიდ დე ხეა: რეიტინგი - 97; ფასი - 1.9 მილიონი მონეტა

მარსელო: რეიტინგი - 94; ფასი - 1.9 მილიონი მონეტა

ვარანი: რეიტინგი - 94; ფასი - 2.6-2.8 მილიონი მონეტა

ვან დაიკი: რეიტინგი - 95; ფასი - 2.5-2.7 მილიონი მონეტა

რამოსი: რეიტინგი 97; ფასი - 2.5-2.7 მილიონი მონეტა

კანტე: რეიტინგი - 96; ფასი- 2.4-2.6 მილიონი მონეტა

დე ბრუინი: რეიტინგი - 97; ფასი - 2.8-3 მილიონი მონეტა

მოდრიჩი: რეიტინგი - 99; ფასი 2.4-2.6 მილიონი მონეტა

მბაპე: რეიტინგი - 96; ფასი - 3.5-4 მილიონი მონეტა

მესი: რეიტინგი - 99; ფასი - 4.5-5 მილიონი მონეტა

რონალდო: რეიტინგი - 99; ფასი - 8-8.5 მილიონი მონეტა

მთლიანობაში გუნდის ფასი დაახლოებით 36.9 მილიონი მონეტა გამოდის, რაც რეალურ ვალუტაში ძალიან დიდი თანხაა და FIFA 19-ის მოთამაშეებს, რომლებსაც საკუთარ გუნდში საუკეთესოთა ხილვა სურთ, გამართლების იმედი უნდა ჰქონდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები