Thumbnail
  • ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებს აშკარად შეცდომა მოუვიდათ
  • ტურნირის საიტზე ჟოაო დომინგესის პროფილს ქართველის ფოტო დაადეს

ავსტრალიის ღია პირველობის (AO 2019) ორგანიზატორებს კურიოზი მოუვიდათ. "დიდი სლემის" წლის პირველი ტურნირის ოფიციალურ საიტზე, პორტუგალიელი ჟოაო დომინგესის პროფილს აშკარად ნიკოლოზ ბასილაშვილის ფოტო "ამშვენებს". 

25 წლის ჟოაო მსოფლიო რეიტინგში 225-ეა და მელბურნში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. ausopen.com შეცდომაში კი პორტუგალიურმა საიტმა bolamarela.pt-მა გამოიჭირა.

ასე გამოიყურება სინამდვილეში ჟოაო დომინგესი

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში მე-20 ჩოგანია. სასიხარულოა, რომ ausopen.com-ზე თავად 26 წლის ქართველი ჩოგბურთელის პროფილს ნამდვილად მისი ფოტოსურათი ადევს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის პროფილი ausopen.com-ზე 

მელბურნის კორტებზე ავსტრალიის ღია პირველობა 14 იანვრიდან დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება. ბასილაშვილი ვაჟთა ერთეულთა თანრიგში, დიდი ალბათობით, მე-19 ნომრად იქნება განთესილი, ხოლო ქალთა წყვილებში იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვა. ძირითად ბადეში გაღწევის შანსი კიდევ ერთ ქართველს აქვს - ეკატერინე გორგოძეს (163), რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირში გამოვა.

მეტი ამ თემაზე: AO 2019 | შანსი მელბურნში - ქართველებიდან დიდ სლემზე პირველი გორგოძე იწყებს

კომენტარები

ბოლო ამბები