Thumbnail
  • TUTTO mercato-ს სტატია 1999 წელს დაბადებულ ტოპტალანტებზე
  • ჩაკვეტაძე, დე ლიხტისა და დონარუმას გვერდით

იტალიურმა TUTTO mercato WEB-მა 1999 წელს დაბადებულ ტალანტთა სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლებიც უკვე მოხვდნენ ევროპული სატრანსფერო ბაზრის მოვლენათა ცენტრში. რჩეულთა შორის ერთი ქართველია - გენტის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

"მილენიუმის წინა წელმა საფეხბურთო მსოფლიოს ბრწყინვალე ტალანტები მოუვლინა. არც ის არის გასაკვირი, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე მოექცა სატრანსფერო ისტორიების, ჭორების ეპიცენტრში. მათი ისტორიები იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, როგორც თავად ისინი. ავიღოთ ჯანლუიჯი დონარუმა. ის არ ჩამოდიოდა გაზეთებისა და ჟურნალების პირველი გვერდებიდან, ახლა კი დონარუმა მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობს, რაც არ უნდა იყოს იოლად ასასრულებელი ოცნება. 

ჯანლუიჯი დონარუმა

სამაგიეროდ, მატეის დე ლიხტი ახლა პირველი ვარსკვლავია ამ კლასში. ეჭვს გარეშეა, რომ ის მსოფლიოს კლასის ცენტრალური მცველი გახდება. დე ლიხტი ჰოლანდიური ფეხბურთის მომავალია და კიდევ იმ კლუბისა, სადაც ის აიაქსიდან წასვლის შემდეგ გადავა. ვის სურს დე ლიხტი? მთელ მსოფლიოს. ბარსა, რეალი, იუვენტუსი, მოკლედ ყველა...

მატეის დე ლიხტი

ბენფიკაში თამაშობს ორი ტალანტი, ჟედსონ ფერნანდეში და ჟოაო ფელიქსი. ვის სურს ისინი? პრაქტიკულად ყველას! სად წავლენ? ვინც უფრო მეტს გადაიხდის. ყველაფერი ჟორჟე მენდეშის ხელშია. არის კიდევ ბრაგას ტრინკანი, რომელსაც იუვენტუსი აკვირდება და უახლოეს სეზონებში, ალბათ, თავისთან წაიყვანს. 

მსოფლიოს ტალანტთა სია ჩაკვეტაძიდან ბარკომდე - 99-წლიანელთა მთავარი სახეები ყურადღების ცენტრში არიან სატრანსფერო სეზონში. გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ბევრს ჭორაობენ, რომ სერია A-ში გადადის. სიაშია ლევერკუზენელი კაი ჰავერციც, ვისაც დორტმუნდი და ბაიერნი აკვირდებიან. ატლანტას ჰყავს მარგალიტი ესეკიელ ბარკოს სახით, რომელიც ხელგაშლილ შემოთავაზებს ელოდება ევროპიდან. მისი დამატება მადრიდის ატლეტიკოს სურს. 

თაობა '99. 11 რჩეული

ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი)

მატეის დე ლიხტი (აიაქსი)

კაი ჰავერცი (ლევერკუზენი)

ჟედსონ ფერნანდეში (ბენფიკა)

ჟოაო ფელიქსი (ბენფიკა)

გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)

აბდულკადირ ომური (ტრაბზონი)

ტრინკანი (ბრაგა)

ესეკიელ ბარკო (ატლანტა)

ელიფ ელმასი (ფენერბაჰჩე)

ემერსონი (ატლეტიკო მინეირო)

კომენტარები

ბოლო ამბები