Thumbnail
  • 51 წლის სპეციალისტის მიწვევით სამეფო კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული
  • იტალიური მედია წერს, რომ მწვრთნელი იუვესთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ტურინულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, რეალისგან დაინტერესების მიუხედავად, სპეციალისტი მზადაა “ბებერი ქალბატონისგან” წინადადება მიიღოს.

51 წლის მწვრთნელი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მარტისთვის მიიღებს.

ესპანური მედია იუწყება, რომ რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკმაყოფილოა სანტიაგო სოლარის მუშაობით და ვინაიდან ვერც ტოტენჰემის თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს დაყოლიებას ახერხებს, ალეგრიზე ფიქრობს... მაგრამ, როგორც ჩანს, ამაოდ.

მეტი ამ თემაზე: 30,000 ცარიელი სკამი სოსიედადთან - რეალის პრობლემა ტრიბუნაზე

მადრიდის რეალი ერთადერთი კლუბი არაა, ვისაც მასიმილიანო ალეგრის მიწვევა სურს. მანამდე დაიწერა, რომ იტალიელი მწვრთნელით მანჩესტერ იუნაიტედიცაა დაინტერესებული, ტურინულ კლუბში კი მისი შემცვლელი შესაძლოა ზინედინ ზიდანი გახდეს.

ალეგრიმ იუვენტუსი 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ოთხჯერ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა, ოთხჯერ - იტალიის თასი და ერთხელ - იტალიის სუპერთასი. 

"ბებერი ქალბატონი" სერია A-ს მიმდინარე სეზონშიც საუკეთესოა და 19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 53 ქულით ლიდერობს. ამასთან, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალშია გასული, სადაც მეტოქედ მადრიდის ატლეტიკო ჰყავს.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები