Thumbnail

დუდა სანაძის ახალი კლუბი - ქართველი პოლონეთში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანეთის შემდეგ პოლონეთში - დუდა სანაძე როსა რადომში
  • ქართველი უგუნდოდ დიდხანს არ დატოვეს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს გიპუსკოადან წამოსვლის შემდეგ, ქართველი უკლუბოდ იყო დარჩენილი, რის შემდეგაც პოლონური გუნდის ვარიანტი გამოჩნდა და დუდაც ამ გუნდს შეუერთდა.

პეტრ კარდაგი (როსა რადომის პრეზიდენტი): 'მოთამაშეების ძებნის დროს ბევრი ვარიანტი გამოჩნდა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრების კალათბურთელზე შევჩერდით. სანაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში თამაშობდა, საიდანაც რამდენიმე ძლიერ ევროპულ ლიგაში იასპარეზა.'

როსა რადომის მთავარ მწვრთნელს, რობერტ ვიტკას დიდი იმედი აქვს, რომ სანაძე კლუბს გააძლიერებს. მისი აზრით, გუნდს სწორედ ქართველის სტილის მოთამაშე სჭირდებოდა.

თუ რამე არ შეიცვალა, სანაძე პირველ მატჩს 13 იანვარს ლუბლინის წინააღმდეგ გამართავს. ქართველი კალათბურთელის კლუბი 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილს იკავებს.

როსა რადომი 2003 წელს დაარსდა. ამ კლუბს ორი ტიტული აქვს მოგებული. რადომი 2016 წელს თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, 2016 წელს პოლონეთის ჩემპიონატის ფინალიც ითამაშა, მაგრამ იქ სტელმეტ გორასთან 0:4 განადგურდა.

Mamy dla Was prawdziwą 💣 ❗️❗️❗️ Reprezentant Gruzji, uczestnik dwóch EuroBasketów, Duda Sanadze, nowym koszykarzem ROSY...

Posted by HydroTruck Radom on ორშაბათი, 07 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები