Thumbnail

12 წლის შემდეგ - პეპე პორტუგალიაში დაბრუნდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პეპე კარიერას სამშობლოში გააგრძელებს
  • პორტუგალიელმა მცველმა პორტუსთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

პორტუგალიელი მცველი პეპე კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. ბეშიქთაშიდან წამოსვლის შემდეგ, პეპე ყოფილ კლუბს პორტუს დაუბრუნდა და გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის კლუბში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

პეპე პორტუში 2004-2007 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც მადრიდის რეალში გადავიდა, სადაც 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ დაეუფლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასსა და 3-ჯერ გახდა ლა ლიგის გამარჯვებული. პეპემ რეალში 13 ტიტული მოიგო. რაც შეეხება პორტუს - სამწლიან კარიერაში მას 6 ტიტული დაუგროვდა.

პორტუს ამ სეზონში უკვე 42 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ბრაგას 6 ქულით უსწრებს. პორტუგალიურ კლუბს ყველა ტურნირზე ზედიზედ 18 მატჩი აქვს მოგებული და მომდევნო ტურში სპორტინგს ხვდება.

იკერ კასილიასის პოსტი ტვიტერზე

კომენტარები

ბოლო ამბები