Thumbnail

'თასი სახლში უნდა წამოვიღოთ, ბოს!' - ჯერარდის რეინჯერსი დეფოთი გაძლიერდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დეფო რეინჯერსის ფეხხბურთელია
  • იანვარში კლუბში ასევე ვეტერანებიც დაბრუნდნენ...

ჯერმეინ დეფო ერთწლიანი იჯარით სტივენ ჯერარდის გლაზგო რეინჯერსს შეუერთდა "თასი სახლში უნდა წამოვიღოთ, ბოს!" დაწერა დეფომ ტვიტერზე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ლივერპულის ლეგენდა გლაზგოში თავის ყოფილი გუნდელების - ლუკას ლეივას და მარტინ შკრტელის გადაყვანას ცდილობს.

სტივენ დევისი

გუნდში, ინგლისიდან დაბრუნდენენ კლუბის ვეტერანები, უოლტერ სმიტის უეფას თასის (2008) ფინალისტი გუნდის წევრები - ალან მაკგრეგორი და სტივენ დევისი.

ზამთარში გაძლიერდა რეინჯერსის მთავარი მოწინააღმდეგე - სელტიკიც. როჯერსის გუნდმა განათხოვრების წესით ოლივერ ბურკი და ტიმოთი ვეა დაიმატა. 21 ტურის შემდეგ, გლაზგოს გუნდები 42 ქულით პირველ-მეორე ადგილს იყოფენ, თუმცა სელტიკს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები