Thumbnail

კლერმონმა ლა როშელს მოუგო - ზირაქაშვილი სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კლერმონი TOP 14-ში ერთპიროვნული ლიდერია
  • დავით ზირაქაშვილს კარგი თამაში სიმბოლურში მოხვედრით დაუფასდა

TOP 14-ში მეორე წრე დაიწყო. საფრანგეთის სარაგბო ლიგის მე-14 ტურში დავით ზირაქაშვილის კლერმონმა ლა როშელს უმასპინძლა და მეტოქეს 25 ქულით, 44:19 მოუგო. ქართველი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო. კლერმონმა სტუმრებს 4 ლელო დაუდო და სეზონში მე-10 გამარჯვება იზეიმა.

ფრანგულმა გამოცემა ეკიპმა დავით ზირაქაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ზირაქაშვილის გარდა, სიმბოლურ ნაკრებში კლერმონის კიდევ ორი მორაგბე - გრეგ ლეიდლოუ და პესელი იატო მოხვდნენ.

ზირაქაშვილის გუნდი TOP 14-ს 52 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში მოქმედი ჩემპიონის, კასტრის წინააღმდეგ ითამაშებს.

მე-14 ტურის სიმბოლური ნაკრები

 

კომენტარები

ბოლო ამბები