Thumbnail

ქუთაისის ტორპედომ მონტენეგროელი მცველი დაიმატა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისის ტორპედოს ახალი ლეგიონერი ჰყავს
  • ნიკოლა სტიეპოვიჩი მარცხენა მცველია

ქუთაისის ტორპედოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდში მატებაა. ტორპედოს 25 წლის მარცხენა მცველი ნიკოლა სტიეპოვიჩი შეუერთდა. მონტენეგროელმა მცველმა კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა 1+1 სისტემით.

ტიეპოვიჩი ბოლოს ალბანურ კასტრიოტიში იყო, რომლის შემადგენლობაშიც 17 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი 2010-დან 2017 წლის ჩათვლით სუტიესკას ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა მონტენეგროს ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, იყო მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც. ტორპედო ახალი სეზონისთვის მზადებას ხვალ დაიწყებს. ნიკოლა სტიეპოვიჩი უკვე საქართველოშია და ტორპედოსთან ერთად შეკრებას დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები