Thumbnail
  • ლივერპული ასოციაციის თასზე ვულვერჰემპტონთან 1:2 დამარცხდა
  • იურგენ კლოპმა დეიან ლოვრენის სახით კიდევ ერთი მცველი დაკარგა

ასოციაციის თასს გრანდების მკვლელ თასს ტყუილად არ უწოდებენ - ჰადერსფილდის, კარდიფის, ლესტერის და ფულემის შემდეგ, ტოპ-კლუბის ჯერიც დადგა: 1/32 ფინალმა ლივერპული შეიწირა. იურგენ კლოპის გუნდი ვულვერჰემპტონთან 1:2 დამარცხდა. ვულვზიდან გოლები რაულ ხიმენესმა და რუბენ ნევესმა გაიტანეს, მერსისაიდელთა მხრიდან კი თავი დივოკ ორიგიმ გამოიჩინა.

ლივერპულის შემადგენლობაში 16 წლის ჰუვერმა ითამაშა

ლივერულისთვის პირველი არასასიამოვნო ფაქტი მატჩის მე-6 წუთზე მოხდა: მერსისაიდელთა ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ჯოელ მატიპისა და ჯო გომესის შემდეგ ლოვრენი მესამე მცველია, რომელიც ლივერპულს დაუშავდა. რაკი განაცხადში არც ვირჯილ ვან დაიკი იყო (კლოპმა მისი დასვენება გადაწყვიტა), ლოვრენის ნაცვლად მოედანზე 16 წლის ჰოლანდიელი კი-ჯანა ჰუვერი გამოჩნდა და გახდა ლივერპულის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ასოციაციის თასზე ითამაშა.

“ვფიქრობ, ჰუვერმა ურთულეს ამოცანას თავი კარგად გაართვა. საერთოდ, 16 წლის ფეხბურთელის სერიოზულ თამაშში პირველივე წუთებიდან ჩართვა უაზრობაა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა აღარ იყო,” - განაცხადა კლოპმა მატჩის შემდეგ.

გერმანელმა ძირითად შემადგენლობაში არც რობერტო ფირმინო გაამწესა, არც მოჰამედ სალაჰი და არც სადიო მანე. საერთოდაც, მანჩესტერ სიტისთან მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოდან 9 ფეხბურთელი დაასვენა. ძირითადში მხოლოდ მილნერი და ლოვრენი დარჩნენ. სამაგიეროდ, ითამაშეს 18 წლის კამაჩომ და 17 წლის ჯონსმა. კლოპმა სალაჰი და ფირმინო თამაშში 70-ე წუთზე ჩართო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

“ფეხბურთელები ცდილობდნენ, რომ ბურთი ეკონტროლებინათ, მაგრამ ამაში ხელს ქარი უშლიდათ. სიტისთან მატჩის შემდეგ რამდენიმე მოთამაშეს ტრავმა ჰქონდა. ჩემი საქმე არ არის ის იმის ლაპარაკი, რომ არასათანადოდ კარგად ვითამაშეთ. შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან ასე იყო საჭირო და არა იმიტომ, რომ ეს მე მოვინდომე,” - აღნიშნა კლოპმა.

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები