Thumbnail

კრასნოდარის მწვრთნელი: 'ოქრიაშვილისთვის ეს სტიმული უნდა იყოს' 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კრასნოდარის მწვრთნელი ოქრიაშვილის გაშვების მიზეზებზე
  • 26 წლის ნახევარმცველი კვლავ თავისუფალი აგენტია

დეკემბერში რუსულმა კრასნოდარმა თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ჯერაც უგუნდოდაა და უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. 

ამის შემდეგ რუსულ მედიაში ოქრიაშვილის გუნდიდან წასვლის რამდენიმე ვერსია გაჟღერდა. ახლა კი СПОРТ - ЭКСПРЕСС-ს ინტერვიუ კრასნოდარის მთავარმა მწვრთნელმა მურად მუსაევმა მისცა. მუსაევმა ოქრიაშვილზეც ისაუბრა

СПОРТ - ЭКСПРЕСС: რატომ დაშორდით ოქრიაშვილს?

მუსაევი: ხანდახან ფეხბურთელს სჭირდება ახალი გამოწვევა. ნათელი მაგალითია ჟოაუზინიო, რომელიც წლები თამაშობდა აქ, მაგრამ ნელნელა დაკარგა მოტივაცია და შემადგენლობაშიც იშვიათად ხვდებოდა. გადავიდა დინამოში და ისევ კარგად ათამაშდა. იქ ის ერთ-ერთი ლიდერია, გააქვს, პასებს არიგებს და ჩვენ ძალიან გვიხარია. იმედი გვაქვს, რომ გუნდის გამოცვლა ოქრიაშვილსაც წაადგება, მისცემს მას სტიმულს. 

СПОРТ - ЭКСПРЕСС: რა იყო მისი პრობლემა?

მუსაევი: სამწუხაროდ, ტრავმები. გატანჯეს თორნიკე. ხან ერთი, ხან მეორე, ერთს მოირჩენდა, ახალი დაშავება... ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთულია.

მეტი ამ თემაზე:

 

კომენტარები

ბოლო ამბები