Thumbnail
  • ეკატერინე გორგოძე საკვალიფიკაციო ბადეში
  • პირველი მეტოქე ცნობილი ჩეხი ჩოგბურთელია

14 იანვრიდან მელბურნის კორტებზე დაიწყება "დიდი სლემის" წლის პირველი ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა (AO 2019), რომელშიც ვაჟთა ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი ალბათობით, მე-19 ნომრად იქნება განთესილი, ხოლო ქალთა წყვილებში იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვა.

მანამდე 8 იანვარს სტარტს აიღებს ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირი. ძირითად ბადეში გაღწევის შანსი კიდევ ერთ ქართველს აქვს - ეკატერინე გორგოძეს (163). 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ჩეხ ლუსი ჰრადეცკას (605) ხვდება. 33 წლის ჩოგბურთელი 2011 წელს მსოფლიოს 41-ე ჩოგანი იყო. მას კარიერაში 5 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული.

"დიდი სლემის" ტურნირებზე გორგოძის უდიდესი მიღწევა, 2018 წლის ამერიკის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ბადის მეორე წრეში გასვლაა. გორგოძისა და ჰრადეცკას შეხვედრა სავარაუდოდ, 9 იანვარს გაიმართება. მოგების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ბადეში 26-ე ნომრად განთესილ ტერეზა შმიტკოვასა (ჩეხეთი) და იაპონელი აიანო შიმიზუს დუელში გამარჯვებულს შეხვდება.   

კომენტარები

ბოლო ამბები