Thumbnail

UFC-ს მებრძოლმა გოგონამ ქურდს სასტიკად სცემა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რიო დე ჟანეიროში UFC-ის მებრძოლოს დაყაჩაღება სცადეს
  • ეს ნამდვილად არ იყო კარგი იდეა...

ალბათ არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე, თორემ არ გარისკავდა…

ბრაზილიაში, ქურდმა UFC-ის მებრძოლის, 26 წლის პოლიანა ვიანას დაყაჩაღება სცადა და რა გამოვიდა ამ საქმიდან, ამაზე ყველაზე კარგად ის ფოტოები მეტყველებს, რომლებიც UFC-ის ბოსმა დანა უაითმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. “მარცხნივ ხედავთ ჩვენს მებრძოლს, პოლიანა ვიანას, ხოლო მარჯვნივ კი ბიჭს, რომელმაც მისი გაქურდვა სცადა,” - წერს დანა უაითი და იქვე ჰეშთეგიც #badfuckingidea

ამბავი რიო დე ჟანეიროში მოხდა - ქურდს პოლიანასთვის მობილური ტელეფონის წართმევა სურდა, რაც ვიანამ UFC-ის გვერდ MMAJunkie-ს დაუდასურა.

“ჯერ გვერდით მომიჯდა, მერე მკითხა, რომელი საათიაო. ვუპასუხე, მაგრამ არ მშორდებოდა. როდესაც მობილური ტელეფონის ჩადება მინდოდა, მითხრა, ტელეფონი მომეციო და დასძინა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი აქვს, შეიარაღებული ვარო,” - ეს პოლიანა ვიანას სიტყვებია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქურდს სათამაშო პისტოლეტი ჰქონდა. პოლიანამ მას ჯერ სცემა, მერე კი პოლიციას გამოუძახა.

სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა - ვიანას დაყაჩაღება ამას წინათაც სცადეს და მაშინ მძარცველები ორნი იყვნენ. პოლიანამ ორივე დაიფრინა...

კომენტარები

ბოლო ამბები