Thumbnail

EUROSPORT: გოგა ბითაძე ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავია, რომლის მომავალი NBA-შია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • Eurosport-მა ქართველ ცენტრს სტატია მიუძღვნა
  • ევროპის უდიდესი ტალანტი დონჩიჩის შემდეგ 

იტალიურმა Eurosport-მა ევროლიგაზე მილანთან ეფექტური მატჩის შემდეგ, როცა გოგა ბითაძემ სტუმრად მილანის ოლიმპიას 23 ქულა ჩაუგდო, ქართველ ცენტრს სტატია რუბრიკა "ფოკუსში" მიუძღვნა

გოგა ბითაძე ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი, რომლის მომავალიც NBA-ს ეკუთვნის

იგოკეას წინააღმდეგ

სტატიის ავტორი დანიელე ფანტინი წერს:

"პოდგორიცას რიგებში ევროლიგის პირველ ორ მატჩში გოგა ბითაძემ აჩვენა მისი შესაძლებლობების უნიკალური ნაზავი ფიზიკური და ტექნიკური ოსტატობისა. ქართველი ცენტრი მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ თამაშობს, როგორც ლიდერი, ის მალე ევროლიგის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდება, რომელსაც ელის NBA. 

მას მერე, რაც ლუკა დონჩიჩი ამერიკაში გადავიდა, ჩვენ მოთმინებით ველოდით, თუ როდის შემოგვთავაზებდა ევროლიგა მორიგ დიდ ტალანტს. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს პასუხი - ის გოგა ბითაძეა. 
ბითაძემ მეგა ბიმაქსი დატოვა შესანიშნავი სტატისტიკით - 11 მატჩში გუნდმა 7 მოიგო, ხოლო თავად გოგამ საშუალოდ 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა და 2.5 ბლოკი აკეთა. ის ორქულიანებს 64.5%-იანი სიზუსტით ესროდა, სამიანებს კი - 41.7%. ის ძალიან თანამედროვე ცენტრია, რომელსაც შეუძლია, როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე თამაში. მისი ასაკისთვის კუნთური მასა მას უკვე ნორმალურად აქვს (211 სმ, 112 კგ), მაგრამ მაინც ძალზე მობილურია. ბუნებრივი მონაცემები მას აძლევს იმის საშუალებას, რომ მუდამ აქტიური იყოს. 

ივნისში ბითაძე NBA-ს დრაფტზე დადგება. დრაფტზე ორიენტირებული საიტების დიდი უმეტესობა მას პირველი რაუნდის ბოლოს ან მეორე რაუნდის დასაწყისში ელის (22-ედან 33-მდე), ის სავარაუდოდ დრაფტის საუკეთესო ცენტრების ხუთეულშია, რომელშიც ბოლ ბოლს ვხვდებით, ლეგენდარული მანუტე ბოლის ვაჟს. ჩვენ კი ძალიან გამოკვეთილი კანდიდატი გვყავს, ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტროფეისთვის ბრძოლაში", - წერს გამოცემა. 

მეტი ამ თემაზე:

 

კომენტარები

ბოლო ამბები