Thumbnail
  • გოგა ბითაძე ისევ გამოარჩიეს
  • დანქი მე-3 მეოთხედში სერბულ იგოკეასთან

ადრიატიკის ლიგის (ABA) მე-14 ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა იგოკეას 96:70 მოუგო. ამ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 12 ქულა მიითვალა, რაც მისთვის კარგი შედეგი არ არის, თუმცა ერთ ეპიზოდში გოგა მართლაც შეუდარებელი იყო - მესამე მეოთხედში, როცა იგოკეა მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, ბითაძემ თითქმის მთელი მოედანი გადაირბინა და ცალი ხელით ეფექტურად ჩატენა. 

ბუდუჩნოსტი ლიგაში 9 მოგებითა და 5 მარცხით მესამე ადგილზეა. ლიგის მოქმედ ჩემპიონს დაუმარცხებელი ცრვენა ზვეზდა და ცედევიტა უსწრებენ. ბუდუჩნოსტი ადრიატიკის ლიგაში მორიგ მატჩს 14 იანვარს გამართავს, ბელგრადს ესტუმრება. 

პერსონალური ფოლების გამო გოგამ იგოკეასთან მხოლოდ 12 ქულა ჩააგდო

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგაში 22.71 მარგი ქმედების კოეფიციენტით მესამე ადგილზეა.

ეს დანქი ადრიატიკის ლიგის ტურის TOP 5 მომენტში მოხვდა მეორე ადგილზე. 

ABA-ს მე-14 ტური. TOP 5

კომენტარები

ბოლო ამბები