Thumbnail

12 თინეიჯერი, რომელიც 2019 წელს ვარსკვლავი გახდება - სიაში 3 ქართველი ძიუდოისტია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 12 დან 7 ან იაპონელია ან ქართველი
  • ქართველი ქალი ძიუდოისტი წლის ტალანტებში!

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) იმ ძიუდოისტების სია გამოაქვეყნა, რომელთაგანაც 2019 წელს წარმატებებს უნდა ველოდოთ. 12-კაციან სიაში სამი ქართველია. 

ყველაზე გამორჩეულ ძიუდოს ტალანტებში მოხვდნენ ლაშა ბექაური, მარიამ ჭანტურია და გელა ზაალიშვილი. თითოეულ მათგანს IJF-მ მოკლე მიმოხილვა მიუძღვნა.

სიაში სულ 7 ქვეყნის 12 წარმომადგენელია. ყველაზე მეტია იაპონელი - 4, შემდეგ ქართველი - 3. დანარჩენ ხუთ ქვეყანას თითო წარმომადგენელი ჰყავს. 

ლაშა ბექაური 

18 წლის. 90 კგ

საქართველოს ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი ბაჰამის კუნძულებზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონაწილე იყო. მან საკმაოდ მოიმატა ფიზიკურ კონდიციებში მას მერე, რაც კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მაშინ ის 73 კილოში ასპარეზობდა. 

ბექაურს  IJF World Judo Tour-ზე დებიუტი ელის 2019-ში. მისი გამოსვლა ბევრს დააინტერესებს, მას დიდი პოტენციალი აქვს დიდებშიც მაღალ დონეზე გამოვიდეს.

მარიამ ჭანტურია

18 წლის. 70 კგ

მარიამ ჭანტურია

თბილისის გრან პრის ბრინჯაოს მედალოსანი, საქართველოს ქალთა ძიუდოს ერთ-ერთი ლიდერია. თინეიჯერმა შარშან შინ, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი აქტიური ფანების თვალწინ მოიგო პირველი მედალი. 

დაველოდოთ, რას იზამს 2019 წლის თბილისის გრან პრიზე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჭანტურია.

გელა ზაალიშვილი

19 წლის. +100 კგ

გელა ზაალიშვილი

მას მერე, რაც ბაჰამის კუნძულებზე ოქროს მედალი მოიგო, ზაალიშვილმა განაცხადა, რომ მას ძალების  IJF World Judo Tour-ზე მოსინჯვა სურს. 

მის წონაში მისი თანამემამულე გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი და IJF-ის რეიტინგის პირველი ნომერია. მაგრამ მას არ აშინებს ის ფაქტი, რომ მალე თუშიშვილთან და სხვა ვარსკვლავებთან მოუწევს ჭიდაობა.

ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონმა დეკემბერში თავისი ქვეყნის ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში მან ლევან მატიაშვილთან წააგო.

IJF-ის სხვა რჩეულები

დარია ბილოდიდი გამორჩეული ტალანტია

ჯისუ კიმი (კორეა)

აკირა სონე (იაპონია)

დარია ბილოდიდი (უკრაინა)

მურაო სანშირო (იაპონია)

კაიზერ კაია (სლოვენია)

ტაცურუ საიტო (იაპონია)

უტა აბე (იაპონია)

დიკო რომანი (საფრანგეთი)

პრიმო გეფენი (ისრაელი)

კომენტარები

ბოლო ამბები