Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილის 5 ქულა, 3-3 მოხსნა და პასი
  • სეტონ ჰოლმა 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა

სანდრო მამუკელაშვილს შეეძლო სეტონ ჰოლის გმირი გამხდარიყო დე პოლთან მატჩში, მაგრამ თამაშის ბოლო წამებზე (6 წამი რჩებოდა) მის მიერ ნასროლი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა, სეტონ ჰოლმა კი ზედიზედ 7 მატჩის მოგების შემდეგ წააგო - 74:75.

ეს არ იყო ქართველი ფორვარდის საუკეთესო მატჩი NCAA-ში, თუმცა ერთხელ ის მაინც მოხვდა თამაშის ჰაილაითებში, როცა გუნდის შეტევა ბრწყინვალე გადაცემით წამოიწყო. მამუკელაშვილმა ჩიკაგოში 27 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 

კევინ უილიარდი (სეტონ ჰოლის მწვრთნელი): "სანდრო მეორე სეზონია ლიგაში და მისთვის ასეთი სიტუაციები იშვიათია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მას ჩემი ნდობა აქვს. ის დღეს ძალიან კარგ პასებს არიგებდა".

9 იანვარს სეტონ ჰოლი ნიუარკში ბატლერს მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები